სირაქლემა.
სირაქლემას კვერცხი მისი წონის 1,5%-ზე ნაკლებია. შედარებისთვის, ნარჩიტას კვერცხი ამ ფრინველის მასის 13 პროცენტს იწონის.
ფრინველის ზომასთან შედარებით, ყველაზე დიდ კვერცხს წინწკლებიანი პატარა კივი დებს. კვერცხის მასა ფრინველის მასის 26%-ს შეადგენს. ეს იგივეა, ქალმა 6 წლის ბავშვი გააჩინოს.
სირაქლემას კვერცხის მასა ქათმის 24 კვერცხის მასის ტოლია; თოხლოდ მოხარშვას 45 წუთი სჭირდება. დედოფალ ვიქტორიას ის საუზმეზე მიართვეს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავსო, განაცხადა დედოფალმა.
ცხოველების (მათ შორის დინოზავრების) მიერ დადებული უდიდესი კვერცხი მადაგასკარზე მობინადრე ეპიორნისს ეკუთვნოდა, რომელიც 1700 წელს გადაშენდა. მისი კვერცხი სირაქლემის კვერცხზე ათჯერ დიდი იყო, ცხრა ლიტრის ტევადობა ჰქონდა და ქათმის 180 კვერცხის ეკვივალენტური იყო.
„ათას ერთ ღამეში“ სინდბადი ებრძვის გამძვინვარებულ ფრინველს. სწორედ ეპიორნისი (Aepyornis maximus) ითვლება ამ ზღაპრული ფრინველის პროტოტიპად.