დაახლოებით 14 000 წლის წინ, პალეოლითის ხანის მონადირე-შემგროვებლებმა იქ, სადაც დღეს რუსეთ-მონღოლეთის საზღვარია, ისწავლეს ირმების გამოტყუება უზარმაზარი მიგრირებადი ჯოგებიდან და მათი ხელოვნურ პირობებში გამრავლება საკუთარი მცირე ჯოგების შესაქმნელად.
ირმები მოსიარულე კუთხის მაღაზიებივით იყვნენ, იძლეოდნენ ხორცს, რძესა და ბეწვს ტანსაცმლისთვის. შესაძლებელია, რომ იმავდროულად ძაღლებსაც წვრთნიდნენ ირმის მოშინაურებაში დასახმარებლად.
დღეს დაახლოებით სამი მილიონი მოშინაურებული ჩრდილოეთის ირემია, რომელთა უმეტესობა ლაპლანდიის სივრცეებში ბინადრობს, რომელიც შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და რუსეთის ტერიტორიებზეა გადაჭიმული.
მათი მწყემსი ლაპლანდიელები საკუთარ თავს საამებს უწოდებენ. ალბათ, მათ არ იციან, რომ ძველ შვედურ ენაზე „საამი“ ნიშნავს სიტყვას - „chavs“ (უბირი ადამიანი).
ჩრდილო ამერიკაში ამ ირმებს „კარიბუს“ უწოდებენ. იგი მომდინარეობს სიტყვიდან „xalibu“ („მთხრელი“ აღმოსავლეთ კანადის მიკმაკის დიალექტში). ჩრდილოეთის ირემი/კარიბუები თავისი დიდი ფეხებით მღიერებს თხრიან ხოლმე თოვლქვეშ. ეს ხავსი ჩრდილოეთის ირმების საკვების ორ მესამედს შეადგენს.
ჩრდილოეთის ირმები მომთაბარეები არიან და წელიწადში 4800 კილომეტრამდე გადიან, რაც რეკორდია ძუძუმწოვრებში. ისინი სწრაფებიც არიან და მათი სიჩქარე 77 კმ/სთ აღწევს ხმელეთზე, ხოლო 9,6 კმ/სთ წყალში. ფეხების ტკაცუნა მყესების გამო, მოძრავი ირმების ჯოგს კასტანიეტების ანსამბლის ხმა აქვს.
აქ წარმოდგენილია ძირითადი ცხოველების მოშინაურების პერიოდები:
- ჩრდილოეთის ირემი - 12 000 ძვ. წ. აღ.
- ძაღლი (ევრაზია, ჩრდილოეთ ამერიკა) – 12 000 ძვ. წ.
- ცხვარი (სამხრეთ-დასავლეთი აზია) – 8000 ძვ. წ.
- ღორი (სამხრეთ-დასავლეთი აზია, ჩინეთი) 8000 ძვ. წ.
- ძროხა (სამხრეთ-დასავლეთი აზია, ინდოეთი, ჩრდილოეთი აფრიკა) – 6000 ძვ. წ.
მოშინაურება განსხვავდება მოთვინიერებისგან. ის სელექციურ შეჯვარებას და გამრავლებას გულისხმობს. სპილო თვინიერდება, თუმცა არ შინაურდება.