ENG
რომელმა ქვეყანამ გამოიგონა საკონცენტრაციო ბანაკი?
203 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

მიღებული პასუხია ბრიტანეთი (აღნიშნული ბანაკები ბურების მეორე ომში გამოიყენეს 1899-1902 წლებში), თუმცა, კონცეფცია ესპანურია. კუბის შესანარჩუნებლად ბრძოლაში 1895 წელს მათ პირველად მოუვიდათ აზრად სამოქალაქო პირების ერთ ადგილას  „კონცენტრაცია“ იოლად გასაკონტროლებლად. ბრძოლა ესპანეთის დამარცხებით დამთავრდა. ესპანურმა რაზმებმა კუნძულის დატოვება 1898 წელს დაიწყეს. ვაკუუმი აშშ-მა შეავსო, რომელსაც კუნძულზე სამხედრო გავლენა 1959 წლის ფიდელ კასტროს რევოლუციამდე ჰქონდა.

ბრიტანელებმა ესპანური ტერმინი „რეკონცენტრაცია“ მაშინ გადააკეთეს, როდესაც ანალოგიური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდნენ სამხრეთ აფრიკაში. ბანაკების აუცილებლობა გამოიწვია ბრიტანეთის პოლიტიკამ - გადაეწვათ ბურების მეურნეობები. უამრავი ლტოლვილი გაჩნდა. ბრიტანელებმა გადაწყვიტეს ერთად განეთავსებინათ ყველა ქალი და ბავშვი, რომლებიც ბურების სამხედრო შენაერთებმა უკან ჩამოიტოვეს, რათა შეეწყვიტათ მათ მიერ მოწინააღმდეგის მომარაგება.

საერთო ჯამში მოაწყვეს 45 კარვიანი ბანაკი ბური ქალებისა და ბავშვებისათვის და 64 - აფრიკელი ფერმის მუშისა და მათი ოჯახებისათვის.

ჰუმანური განზრახვების მიუხედავად, პირობები ბანაკებში სწრაფად გაუარესდა. საკვები ძალიან ცოტა იყო, ხოლო დაავადებები სწრაფად ვრცელდებოდა. 1902 წლისთვის ბანაკებში 28 000 ბური (მათ შორის 22 000 ბავშვი) და 20 000 აფრიკელი დაიღუპა - ორჯერ მეტი ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებთან შედარებით.

ამის შემდეგ, მოკლე ხანში, გერმანელებმაც დააარსეს პირველი საკონცენტრაციო ბანაკები სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის (ამჟამად ნამიბია) კოლონიზაციის მცდელობების დროს.

ჰერეროსა და ნამას ტომის მამაკაცები, ქალები და ბავშვები დააპატიმრეს, დაატუსაღეს და ბანაკებში მუშაობა აიძულეს. 1904-1907 წლებში 100 000 აფრიკელი (ჰერეროს ტომის 80% და ნამაკუას ტომის 50%) დაიღუპა ძალადობის ან შიმშილისგან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ ფაქტს მიიჩნევს გენოციდის პირველ შემთხვევად მეოცე საუკუნეში.

გამხსნელი ფოტო: ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი (1938 -1941 წწ.)