ENG
შავი ტრუფელი - ფრანგული დელიკატესი თუ მსუბუქი ნარკოტიკი?!
4513 წაკითხვა
ავტორი:ანანო მაისურაძე
Shutterstock

ფრანგული შავი ტრუფელების მაღალი ფასი შესაძლოა მხოლოდ მისი არომატულობის დამსახურება არ იყოს.

სოკოების ჰალუცინოგენურ ეფექტს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ უძველესი ცივილიზაციები, მაიას ტომები და აცტეკები, თუმცა ასკომიცეტების წარმომადგენელ -Tuber melanosporum-ში ფსიქოაქტიური ნივთიერებების არსებობაზე მონაცემები დღემდე არ არსებობდა. იტალიელმა მეცნიერმა მაურო მაკარონე (Bio-Medico University of Rome) კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ტრუფელები ასინთეზებენ ქიმიურ ნივთიერებას, ანანდამიდს (“ნეტარების მოლეკულას„), რომლის მოქმედების მექანიზმი მარიხუანას შემადგენლობაში შემავალი ფსიქოაქტიური ნაერთის ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) მსგავსია.

ნეიროტრანსმიტერი ანანდამიდი უკავშირდება THC-რეცეპტორს და გავლენას ახდენს მეხსიერებასა და ხასიათზე, აქვს ტკივილის გაყუჩების უნარი და ანტიდეპრესანტული მოქმედება. ადამიანის ორგანიზმში ანანდამიდი არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას, რადგან საკმაოდ სწრაფად იშლება ორგანიზმის მიერ.

კვლევების თანახმად, თვითონ სოკო დასინთეზებულ ქიმიურ ნივთიერებას, არაფერში იყენებს, გარდა იმისა რომ ეიფორიის მსგავს ეფექტს იწვევს მასზე „მონადირე“ ღორებსა და ძაღლებში, რაც მათ სოკოს ჭამისკენ უბიძგებს და სპორები უფრო დიდ ფართობზე ვრცელდება, ექსკრემენტებთან ერთად.