ექსპერიმენტისას თაგვების ქცევა შეიძლება ექსპერიმენტატორის სქესმა განაპირობოს. პოპულალური კლუბური ნარკოტიკის კეტამინის თაგვებზე მოქმედების გამოცდისას, მკვლევრის სქესი კვლევის შედეგებს ცვლიდა.
ერთ-ერთი კვლევის (რომლის მიზანიც ტვინში კეტამინის ანტიდეპრესანტული ფუნქციის უკეთ შესწავლა იყო) შედეგებმა ეჭვქვეშ დააყენა თაგვებზე ქცევითი ექსპერიმენტების სისწორე.
პოლიმნია გეორგიო, ნეირომეცნიერი მერილენდის უნივერსიტეტიდან, თაგვებს წყლით სავსე ავზში სვამდა და აკვირდებოდა ანტიდეპრესანტის მოქმედებას. ცდისას კეტამინით და პლაცებოთი ინექცირებული თაგვების ქცევაში ცვლილება არ შეიმჩნეოდა.
ანტიდეპრესანტული მოქმედება ვლინდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ექსპერიმენტს მამაკაცი ატარებდა. კეტამინის მოქმედებით თაგვები უფრო გვიან ნებდებოდნენ, წყვეტდნენ ცურვას. ქალი ექსპერიმენტატორების მიერ მამაკაცის მაისურების მორგების შემდეგ, თაგვებზე კეტამინმა იმოქმედა. ასევე, თაგვები სუნისგან იზოლირებულ სივრცეში არ რეაგირებდნენ ნივთიერებაზე. 2014 წელს „Nature Method“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვითაც მხოლოდ მამაკაცების მიერ ჩატარებული კვლევისას იზრდება სტრესი და ითრგუნება ტკივილის შეგრძნება მღრღნელებში.
„არსებობს უმრავი შეუსწავლელი ფაქტორი, რომელიც ცდის შედეგებზე მოქმედებს - ეს ერთ-ერთია“ - ამბობს გეორგიოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი ტოდ გილდი.