ENG
ტალახში აღმოჩენილი დახმარება
66 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

მიწის ერთი გრამი ბაქტერიის 1000-მდე სახეობას შეიძლება შეიცავდეს. მათი სამედიცინო პოტენციალის გამოსაკვლევად, ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის მეცნიერმა შენ ბრედიმ და მისმა კოლეგებმა გააანალიზეს დაახლოებით 2000 მიწის ნიმუში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეგროვდა. კვლევა 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Microbiology.

მკვლევრებმა ჩაატარეს ნიმუშებიდან დნმ-ს გამოყოფა და შემდგომ მისი გენეტიკური სეკვენირება (დნმ-ში თანმიმდევრობების გაშიფვრა).

კვლევამ გამოავლინა ანტიბიოტიკთა ახალი ოჯახი, რომელსაც მკვლევართა გუნდმა ‘მალაციდინები’ უწოდა. შენაერთი კლავს უამრავ საშიშ პათოგენს, მათ შორის ისეთს, რომელიც ვანკომიცინის - ერთ-ერთ უახლესი თაობის ანტიბიოტიკის  მიმართაც კი რეზისტენტულია.

„შეუძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ მივა თუ არა ეს აღმოჩენა კლინიკურ გამოყენებამდე. ჩვენი სამიზნეა ე.წ. გრამუარყოფითი ბაქტერიები, რომელთაგან განკურნებაც ძალიან რთულია და რომლის მიმართაც რეზისტენტობა საგანგაშოდ იზრდება“, - ამბობს დოქტორი ბრეიდი.