ENG
თბილისელი რაკუები
494 წაკითხვა
ავტორი:თათა შიხაშვილი
თათა შიხაშვილი

თბილისის ზოოპარკში ერთხელ მაინც თუ ხართ ნამყოფი, აუცილებლად შეამჩნევდით ორ საინტერესო არსებას, რომლებიც საოცრად ფოტოგენურები, ცნობისმოყვარეები და ჩვენში დარჩეს, ცოტა მსუნაგებიც არიან. ესენი არიან ენოტები, მაგრები, ცანცარები და რაც მთავარია უსაყვარლესები! ამ აწ უკვე ჩემს ორ მეგობარს (ენოტს), ელისაბედი ენოს ეძახის, მე -  რაკუს (Raccoon). მთვარისა-ლუნას ამბავია რა.  

ცხოველი1
ხშირად, მომვლელები ცხოველებს „აწვალებენ“. ოღონდ, ეს მართლა წვალება არ არის. ბუნებაში ცხოველი საკვებს ეძებს. ზოოპარკში ისინი არ უნდა გაზარმაცდნენ.

წარმოიდგინეთ, მთელი კვირის დაღლილ-დაქანცული რამ/ვინ უნდა გაიძულოთ შაბათ-კვირას დილით ადრე ადგომა და ზოოპარკში წასვლა? ვინ, თუ არა რაკუმ! მიხვალ ვოლიერთან, თუ შორს წასვლა გეზარება პირდაპირ ეგზოტარიუმის გვერდით დაგხვდება ერთი, თუ ყოჩაღი ხარ და თანაც გხიბლავს ზოოპარკში სეირნობა, მაშინ შეგიძლია მეორე, უფრო აქტიურ რაკუს ესტუმრო, სპილოების ვოლიერთან ძალიან ახლოს. რომ მიუახლოვდები, ჯერ გული გწყდება, რომ გისოსებს იქითაა და მისი შეხება არ შეგიძლია, მოგვიანებით უბრალოდ გინდა დადგე, მისი ყურებით გაერთო, ენ რაოდენობის ფოტოები/ვიდეოები გადაუღო და იმ წამსვე აჩვენო მთელ სოციალურ ქსელს, რომელსაც ასე ძლიერ უყვარს მოუსვენარი, საყვარელი და სასაცილო ცხოველები. მთელი ფოტოსესიის დროს, გჭირდება რაიმე ნივთი (მეტწილად საკვები), რომ მისი ყურადღება მიიქციო და კამერამ დააფიქსიროს მისი „ზოროს ნიღაბი“, გრძელი, ზოლიანი კუდი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ძალიან ლამაზი თვალები. უყურებ რაკუს და გახსენდება მთელი ის ფაქტები, მის შესახებ, რაც Google-მა შეგატყობინა. გახსენდება, რომ მათ აქვთ ძალიან მაღალი IQ, არ ჰყავთ life-partner, ანუ ცხოვრების მეგზური, სწორედ ამიტომ, მდედრი ენოტები მარტოხელა დედები არიან. გახსენდება ისიც, რომ ენოტებს თითქმის ყველგან შეუძლიათ ცხოვრება. სხვა, ცხოველების უმეტესობისგან განსხვავებით, მათ სულაც არ აწუხებთ ქალაქელობა. დრო და დრო რწმუნდები იმაშიც, იმ საიტზე რომ ეწერა, 50-ზე მეტ სხვადასხვა ხმას გამოსცემენო, მართალი ყოფილა და უკვე ნელ-ნელა, ხმაურისგან შეწუხებულს წასვლის სურვილი გიჩნდება. სანამ გასასვლელამდე მიხვალ, ის ისტორიაც გაგახსენდება, ბაჰამას კუნძულებზე ენოტს თავი ძაღლი რომ ჰგონია, რადგან მთელი ცხოვრება ძაღლებთან ერთად იზრდებოდა. ზოოპარკიდან რომ გახვალ, სანამ ტაქსის გამოჩენას ელოდები, დაფიქრდები და მიხვდები, რომ რაკუს მომვლელთან გინდა ლაპარაკი, რომ ჰკითხო როგორია მისი ყოვლდღიურობა, ისიც არ დაგზარდება და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნის. უკვე ჯდები ტაქსიში და ხვდები, რომ შემდეგ შაბათს, დილით, სანამ ყველა მოვა, ისევ ადგები და მოხვალ ზოოპარკში - რაკუს სანახავად, ცოტა ხანში კი ეს ტრადიციად იქცევა.

ცხოველი2
კარგია, თუ ხანდახან არ „გაწვალებენ“ საკვების მოპოვებისთვის.

რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.