ENG
ტკივილგამაყუჩებელი - პლაცებო თუ რეალურად მოქმედი აგენტი?
273 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

პარაცეტამოლისა და იბუპროფენის კომბინაცია ისევე აყუჩებს ტკივილს, როგორც ოპიოიდები - 2017 წლის ნოემბერში JAMA Network Journals-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აშშ- ოპიოიდური კრიზისის დაძლევაში ექიმის როლზე მიუთითებს.

აშშ ოპიოიდური კრიზისის წინაშეა: ამ ნივთიერებათა ზედოზირებით დღეში 91 ადამიანი იღუპება, რაც ქვეყნისთვის  რეკორდული მაჩვენებელია. ოპიოიდები მორფინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებლებია, რომლებიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. ზედოზირების დაახლოებით 40% ექიმის მიერ დანიშნულ ოპიოიდებზე მოდის.  მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ტკივილის გაყუჩების ალტერნატიული მეთოდების ეფექტურობას.

ლბანის სამედიცინო კოლეჯის პროფესორის, ენდრიუ ჩენგის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ ოპიოიდები აუცილებელზე ხშირად ინიშნება. კიდურების მწვავე ტრავმის მქონე 400-მდე პაციენტს შემთხვევითობის პრინციპით მისცეს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი - ოპიოიდი (ოქსიკოდონი, კოდეინი) და არაოპიოიდი (პარაცეტამოლი, იბუპროფენი). პაციენტებმა არ იცოდნენ, რომელი წამალი მიიღეს. მედიკამენტის მიღებამდე და მიღებიდან 2 საათის შემდეგ პაციენტებს სთხოვეს ტკივილი 1-დან 11-მდე შკალით შეეფასებინათ. ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი კლინიკური ან სტატისტიკური განსხვავება არ დაფიქსირებულა. პროფესორის განცხადებით, ექიმების მიერ კვლევის შედეგების გათვალისწინება ქვეყანას ოპიოიდების კრიზისთან ბრძოლაში დაეხმარება.