არ მიყვარს ბოქლომი. ალბათ არც მას. თუმცა არ იცის, რომ ზოოპარკში დაბადებული ბუნებაში ვერ გადარჩება. იქნებ არც უდნა რომ გადარჩეს?
სემუელს და კლეოპატრას სამი ბოკვერი ყავდათ. ამ სამიდან ერთ-ერთი, უსაყვარლესი შუმბა, 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირა. შუმბა ზოოპარკის სიმბოლოდ იქცა!
რამდენიმე დღე თბილისის ზოოპარკში გავატარე. ბევრი ლამაზი, საყვარელი და საინტერსო ცხოველი გავიცანი, თუმცა ზოოპარკის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არ მომწონს ვოლიერში გამომწყვდეული ცხოველი. არ მომწონს ეს ყველაზე თავისუფალი არსებები რამდენიმე კვადრატულ მეტრში რომ ატარებენ მთელ ცხოვრებას და სხვის დადგენილ წესებს ემორჩილებიან. არ მომწონს, როდესაც ადამიანები მათ მხოლოდ გასართობ ნივთებად აღიქვამენ. დიდი ხანია არ მასვენებს კითხვა - რითია კარგი ზოოპარკი?
სემუელი, პრაიდის (ლომების ოჯახი) ლიდერია. კლეოპატრა კი მისი წყვილი. ვოლიერში რამდენიმე ახალგაზრდა ლომიც დადის. ისინი სემუელის და კლეოპატრას შვილები არიან. შუმბა წინა თაობის ლომი იყო. შუმბა დაიხრჩო!
ვუყურებ და ვფიქრობ - ლომი ცხოველთა მეფედ ტყუილად არაა მიჩნეული. ამას მათი გაცნობისთანავე ხვდები. საოცრად ლამაზი, ამაყი, მშვიდი, და ამავე დროს სახიფათო ცხოველია. ჩვენ, ადამიანები მათთვის დიდ ინტერეს არ წარმოვადგენთ. შესაძლოა იმ შემთხვევების გარდა, როცა გემრიელ ლუკმად გვთვლიან. ეს კი, როგორც მომვლელმა ამიხსნა, თურმე იშვიათობაა.
სემუელი, მშვიდად წევს, აფრიალებს თავის ულამაზეს ფაფარს და საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას. სიმშვიდის და ღირსების განასახიერებაა. ზურამ, ზოოპარკის დირექტორმა ყველა ბავშვი ვოლიერის უკან შეგვიყვანა. იქ, სადაც დამთვალიერებლებს არ უშვებენ. ზურას თან უცნაურად გაპარსული პუდელი, სახელად კარაკულა ახლდა. ეს სწორედ ის კარაკულაა, რომელიც შუმბასთან ერთად იჯდა გალიაში, მისი განუყრელი მეგობარი იყო და შემთხვევით გადარჩა 13 ივნისს. ლომებისგან ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე ბადე გვყოფს! როგროც კი ჩვენ და კარაკულა ვოლიერს განსაკუთრებით მივუახლოვდით, ყველა ახალგაზრდა ლომი წამოიშალა და ჩვენკენ გამოეშურა. ღრენით მიგვანიშნეს, ვინაა ამ ტერიტორიის ბატონი. სხვისი არ ვიცი და მე ჟრუანტელმა დამიარა. ზედმეტად რომ ახმაურდენ, სემუელმა ერთი შეუღრინა ყველას, თითქოს უთხრა, ნამეტანი მოგდით, სიმშვიდენ ნუ მირღვევთო. ამის შემდეგ დანარჩენები უფრო თავშეკავებულად იქცეოდენ.
კლეოპატრა დაბადებიდან ჩვენ ზოოპარკშია გაზრდილი, ამიტომ მისი დამოკიდებულება მომვლელებთან უფრო თბილია. როცა ხასიათზეა, ზურას მოფერების უფლებასაც კი აძლევს.
ლომების დილა ვოლიერის დასუფთავებით იწყება. მომვლელები ტერიტორიას გულდასმით რეცხავენ, მაგრამ თვითონ ლომებს არ ბანენ, რადგან მათ წყალი არ უყვართ და საკუთარ თავს თავად ისუფთავებენ. განსაკუთრებით ეს მის შემდეგ სჭირდებათ, როცა თამაშის დროს ერთმანეთს ტალახში ამოსვრიან.
საკვებს ლომებს ყოველთვის ერთსა და იგივე დროს არ აძლევენ. მათ მოლოდინის შეგრძნება არ უნდა გაუჩნდს. ამ საკვებს მომვლელები ხვადასხვა ადგლას უყრიან, ზოგს ხეებზეც კიდებენ, რადგან ლომებმა ირბინონ და იძრომიალონ საკვების მოსაპოვებლად. ეს მათთვის კარგი ვარჯიშია და მომვლელები ცდილობენ კვება ბუნებაში ქცევას დაუახლოვონ.
„სულ სხვა საქმეა კარგად დაგეგმილი და ცხოველის ყველა მოთხოვნაზე ორიენტირებული ზოოპარკი“ - გვიხსნის ზურა. აქ ადამიანები ცხოველებზე დაკვირვებას, მათ გადარჩენას და მოვლას სწავლობენ. ცხოველებზე ზრუნავენ, ამრავლებენ და ბუნებას ეხმარებიან იშვიათი სახეობის შენარჩუნებაში. „მალე ჩვენც ზუსტად ასეთ ზოოპარკი გვექნება“ - იმედიანად ამბობს ზურა და მეც ნელ-ნელა ეჭვი მიჩნდება, იქნებ არც არის ცუდი კარგი ზოოპარკი, თუ ის ამდენ კარგ საქმეს აკეთებს? მართალია, შუმბა აღარ არის, მაგრამ ცხოვრება მის გარეშეც გრძელდება და ვინ იცის, იქნებ ეს თეთრი ლომები, მისი ძმები, როგორ დაეხმარებიან თავისივე თანამოძმეების ბუნებაში შენარჩუნებას...
რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.