2017 წლის ბოლოს, ეპილეფსიით დაავადებულ 25 ადამიანზე, რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შესახებ გამოქვეყნდა Nature Communications-ში.
კვლევის დროს იმპლანტატის მქონე პაციენტებს რამდენიმე სიტყვას ამახსოვრებინებდნენ. მცირე ხნით ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებდნენ ხოლმე და შემდეგ ამოწმებდნენ, რამდენად კარგად შეძლებდნენ პაციენტები სიტყვების გახსენებას. კვლევის საკონტროლოდ, ცდაში მონაწილეებს დავალება გამორთული იმპლანტატითაც შეასრულეს.
როდესაც ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებს, იმპლანტატი არაფერს აკეთებს, ხოლო, როდესაც ტვინს ახალი ინფორმაციის მიღება უჭირს, მოწყობილობა ელექტრულ იმპულსებს უშვებს. აღმოჩნდა, რომ როდესაც იმპლანტატი ჩართული იყო, დამახსოვრებული ინფორმაციის გახსენების უნარი 15 პროცენტით უმჯობესდებოდა.
პოტენციურად, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება სხვა დაავადებების, მაგალითად დემენციისა და თავის ტრავმული დაზიანებით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების მკურნალობა.
იმპლანტატი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, თუმცა კომერციალიზაციისთვის მკვლევრები მოლაპარაკებებში არიან ჩართული.