ფოტომასტერკლასები დაყოფილი იყო თემატურად და თითოეული მენტორი უძღვებოდა ერთ კონკრეტულ მიმართულებას (ე. წ. „პრომო-ვიდეოები“ იხილეთამგვერდისბოლოს).
SEED საქართველო კიდევ გეგმავს ამ წარმატებული პროექტის გამეორებას 2019 წელს. მოიწონეთ „ფეისბუკის“ ჩვენი გვერდი,რომ არ გამოგრჩეთ დამატებითი საინტერესო ინფორმაცია ჩვენ მომავალ ინიციატივებზე.
ჩვენი მენტორები:
ნათელა გრიგალაშვილი - ყველაზე ცნობილი ფოტოდოკუმენტალისტი საქართველოში წარმოგიდგენთ SEED-ის მასტერკლასს: „როგორ ვიპოვოთ ჩვეულებრივში არაჩვეულებრივი“.
ლევან ხერხეულიძე - ყველაზე დახვეწილი პორტრეტისტი საქართველოში წარმოგიდგენთ SEED მასტერკლასს: „როგორ გადავიღოთ პორტრეტი“.
მარი ნაკანი-მამასახლისი - კომერციულ ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელოვანი საქართველოში წარმოგიდგენთ SEED მასტერკლასს: „როგორ მივიღოთ სტანდარტული ობიექტიდან საინტერესო შედეგი“.
დავით ქორიძე - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი საქართველოში წარმოგიდგენთ SEED-ის მასტერკლასს: „როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო სმარტფონით“.
მარინა ბალავაძე - სხვადასხვა დროს Cosmopolitan-ის, National Geographic საქართველოს და Forbes საქართველოს არტ-რედაქტორი წარმოგიდგენთ SEED-ის მასტერკლასს: „ფოტოშოპი ყველასთვის - როგორ დავამუშავოთ კადრი მარტივად“.
ლევან ვერძეული - რეპორტაჟების ოსტატი წარმოგიდგენთ SEED-ის მასტერკლასს: „როგორ გადავიღოთ მოძრავი ობიექტი: სპორტსმენი, ცხოველი, ბავშვი თუ სხვა“.
გურამ მურადოვი - კადრი არ არსებობს განათების გარეშე! განათების ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ოსტატი წარმოგიდგენთ SEED-ის მასტერკლასს: „როგორ დავაბალანსოთ შუქი მარტივად, სახლში თუ გარეთ“.
გურამ წიბახაშვილი - ქართული ფოტოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა და მისი მასტერკლასი: „კონცეფცია ფოტოგრაფიაში“.