ადამიანის პაპილომავირუსი საკმაოდ გავრცელებული პათოგენია და როგორც ვარაუდობენ, 50 წლის ასაკში, 5- დან 4 ქალი, ერთხელ მაინც არის ინფიცირებული. აპვ-ის ასზე მეტი ტიპისგან, ავთვისებიან სიმსივნეს მხოლოდ 13 იწვევს. ამ სიმსივნეებში ყველაზე ხშირი საშვილოსნოს ყელის კიბოა, რომელიც სიკვდილიანობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
გაუმჯობესებული ვაქცინა, სახელად 9vHPV („გარდასილ 9“), დასავლეთის ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ძველთან შედარებით, ის მეტი ტიპის ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, რითაც შესაძლებელი გახდა ამ პათოგენის მიერ გამოწვეული კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება.
მეცნიერები 9vHPV-ის ეფექტურობას 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. მოტიფის კიბოს ცენტრის (ტამპა, აშშ) მიერ 2017 წელს, The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ახალ ვაქცინაში დამატებული აპვ-ის 5 ტიპით გამოწვეული დაავადებები 97,7%-ით შემცირდა, რაც მის ეფექტურობაზე მიუთითებს.
„ეპიდემიოლოგიურ კვლევებს თუ დავეყრდნობით, ჩვენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 90%-ის პრევენციას შევძლებთ“, - ამბობს მოტიფის ინფექციის კვლევის ცენტრის დირექტორი, ანა რ. ჯულიანო.