ENG
ვიდეო თამაშები ყურადღების დეფიციტის სამკურნალოდ
84 წაკითხვა
ავტორი:მამუკა ხუნდაძე
Shutterstock

ამერიკული კომპანიის Akili Interactive Labs-ის პროდუქტის წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ADHD) ვიდეო თამაშების საშუალებით ვუმკურნალოთ.

2017 წლის ბოლოს, ამავე კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ADHD-ით დაავადებულ ბავშვებს, Akili-ის თამაშით გართობის შემდეგ კონცენტრირების უნარი და იმპულსურობის კონტროლი გაუუმჯობესდათ.

„რამდენადაც ვიცი, ეს ინოვაციური კვლევა ციფრული მედიცინის ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი შეფასებაა“, - ამბობს დიუკის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის ADHD-ის პროგრამის დირექტორი და ამ ექსპერიმენტის მთავარი მკვლევარი, სკოტ კოლინსი.

საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და წინ კიდევ ბევრი პროცესია გასავლელი. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ედი მარტუჩის სირთულეების არ ეშინია: „ნამდვილად ღირს მუშაობა, რათა მკურნალობა პაციენტებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს“.

კომპანიას იმედი აქვს, რომ მათი ვიდეოთამაში იქნება პირველი სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც FDA ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომის სამკურნალოდ დაამტკიცებს.