ENG
ვინც ყველაზე მეტად გვგავს
356 წაკითხვა
ავტორი:ნუცა ჭიკაძე
ნუცა ჭიკაძე

გგონიათ სევდა აქვს თვალებში? არა. მთავარი გმირი უკან უზის. მკმენარს აშორებს. ამას რომ ხვდები, ფიქრობ - ეს სევდა ვერ იქნება. ეს უფრო ნეტარება და სიმშვიდეა.

„ზამთარში, მათი ბარიერის წინ წყალი მთლიანად გაიყინა. სანამ საქმეს ვაკეთებდი, ერთ-ერთი მაიმუნი გადმოიპარა და  ყინულზე სრიალი დაიწყო. ცოტა ხანს მოციგურავესავით გაერთო, დაიღალა სრიალით და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს. ძალიან სასაცილო იყო ამ პატარა მაიმუნის „ფიგურული ციგურაობა“ - მიყვება პრიმატების მომვლელი მიშო.

ზოოპარკში გატარებული 3 კვირა ჩემთვის ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა. ცხოველებისადმი სიყვარული გაორმაგდა, როდესაც ისინი უფრო ახლოს გავიცანი. აქამდე მეგონა, თითოეული მათგანის შესახებ ბევრი ვიცოდი, მაგრამ სინამდვილეში გასაგები კიდევ უფრო მეტი ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დავინახე ზოოპარკში როგორი ფუსფუსია და როგორი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ ადამიანებს და ცხოველებს. ზოოპარკში ყველას უყვარს ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები,  ზრუნავენ მათზე და თავიანთ საქმეს მთელი გულითა და სულით აკეთებენ. 

ცხოველი1
ხშირად გგონია, რომ მოწყენილია. წამიც და წამოვარდება, რომ შეგაშინოს, გახალისდეს და გაგახალისოს.

ჩემში დიდი სიმპათია გამოიწვიეს ცივეტამ, გეკონმა, ლემურებმა და ლომებმა, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც პრიმატების ცხოვრება აღმოჩნდა  და გადავწყვიტე, ჩემი ბლოგიც მათზე შემოგთავაზოთ.
თურმე, თანამედროვე პრიმატებს ყოფენ 2 ქვერიგად: უმდაბლესი პრიმატები ანუ ნახევრად მაიმუნები და უმაღლესი პრიმატები ანუ მაიმუნები. მათში გაერთიანებულია 12 ოჯახის  57 გვარი და 200 სახეობა.
პრიმატების სხეულის სიგრძე 13სმ-დან 175 სმ-მდე და მეტს, მასა კი 60 გრ-დან 180 კგ-მდე აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ხუთთითიანი კიდურები, აქვთ ლავიწი, იდაყვი და სხივის ძვლები. ყნოსვა და მხედველობა კარგად განვითარებულია. თავის ტვინის ძლიერი განვითარების გამო ტვინის ქალას მოცულობა დიდია.  იკვებებიან ყველანაირი ხილითა და ბოსტნეულით, უყვართ მზესუმზირა და გაგიკვირდებათ კიდეც, არჩევენ და მზესუმზირის მხოლოდ კაკლებს მიირთმევენ.

პრიმატები მრავლდებიან მთელი წლის მანძილზე. როგორც ველურ პირობებში, ასევე გალიაში, მამა ზრუნავს შვილზე დაბადებიდან 12-15 კვირის ჩათვლით, უფრო მეტად ვიდრე დედა. როდესაც დედებს შვილებთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, დედები იყვნენ არატოლერანტულები და აგრესიულები.

„რატომ გადაწყვიტეთ ზოოპარკში მუშაობდა და მაინც და მაინც პრიმატების მომვლელად?“ - ვეკითხები მიშოს. დაფიქრდა და მპასუხობს - „არ ვიცი, ალბათ ყოველთვის მაინტერესებდა ცხოველები და მათთან კონტაქტი, განსაკუთრებით კი მაიმუნებთან. გამიჩნდა სურვილი ჩავრთულიყავი  ღონისძიებებში, აქტივობებში და შემდეგ აღმოვჩნდი აქ. იმიტომ ავირჩიე ისინი, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით მეტად აქტიურები არიან და ყოველი დღე მათთან განსხვავებულია.“

პრიმატები თავიანთ სიყვარულსა და ზრუნვას ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ დავარცხნა-გასუფთავებით, მწერებისა  და  გაცვენილი ბეწვის მოშორებით.  თითოეულ ოჯახში, წევრი, რომელიც სხვა დანარჩენებს ასუფთავებს, შემდეგ თვითონ ხდება მოვლის ობიექტი. გრძნობენ, სტკივათ, უხარიათ და უყვართ ერთმანეთი, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანებს!

ცხოველი1
საქმიანი ტრაპეზი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია

რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.