ვარსკლავმა სიკვდილი უკვე რამდენიმეჯერ „გაითამაშა“. ჩვენგან 500 მილიონი სინათლის წლით დაშორებულმა სუპერნოვამ თეორია ვარსკლავთა ჩამოყალიბებასა და სიკვდილზე ეჭქვეშ დააყენა.
ვარსკლავები, რომლებიც მასით მზეს სულ მცირე რვაჯერ აღემატება, სიცოცხლეს საოცარი აფეთქებით ასრულებენ. მათ სუპერნოვა ეწოდებათ და მზეზე ასჯერ მეტი სიმძლავრით კაშკაშებენ. ისინი თავის აქტიურობის პიკს სწრაფად აღწევენ და დაახლოებით 100 დღეში კარგავენ ენერგიას.
კალიფორნიაში მდებარე ლას ქამბრსის ობსერვატორიაში ახალშესწავლილი სუპერნოვა iPTF14hls უკვე რამდენიმე წელია სიმძლავრესა და სიკაშკაშეს ზრდის. (Iair Arcavi) აიერია არქავიმ, ასტრონომმა ქამბრსის ობსერვატორიიდან განაცხადა: „ეს არის ყველაზე უცნაური სუპერნოვა, რაც კი აქამდე შეგვხვედრია. პირველად ვნახეთ ერთსა და იმავე ადგილას რამდენიმე აფეთქება“- მეცნიერებმა პირველად 1945 წელს დააფიქსირეს ამ სუპერნოვას ადგილას აფეთქება. ვარაუდობენ, რომ ის იგივე ვარსკლავი იყო.
არსებობს თეორია, რომელსაც შეუძლია „ზომბი“ ვარსკლავის ზოგიერთი ქცევის ახსნა. ვარსკლავებს, რომელთა მასაც მინიმუმ ასჯერ მეტია მზეზე, სიკვდილამდე რამდენჯერმე შეუძლიათ აფეთქება. სხვადასხვა დროს, აფეთქებების შედეგად, კოსმოსში გაფრქვეული ნაწილების შეჯახების შედეგად კვლავ წარმოიქმნება სიკაშკაშე.