ENG
დაკარგეთ წონა, შეინარჩუნეთ კუნთები - ვარჯიში ხანდაზმულებისთვის
113 წაკითხვა
ავტორი:ქეთი ქუტიძე
Shutterstock

წონაში კლება ხანდაზმული ადამიანებისთვის, კარდიო თუ ძალოვანი ვარჯიშები? კითხვაზე პასუხს ვეიკ ფორესტის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა იძლევა, რომლის თანახმად, მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზა დაბალკალორიული დიეტისა და ძალოვანი ვარჯიშების კომბინირებაა.

ბევრი  ასაკოვანი ადამიანისთვის, წლების მატება ასოცირებულია ძალისა და ენერგიის შემცირებასთან. მაგრამ ეს გარდაუვალი არ არის. სისუსტე, რომელსაც ხანდაზმულობას მიაწერენ, კუნთის მასისა და ძალის  დაკარგვას უკავშირდება, პროცესს, რომელსაც სარკოპენია ეწოდება.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ კარდიო ანუ აერობული ვარჯიშებით წონაში კლება არაცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე ხდება, რაც მხოლოდ აუარესებს სარკოპენიის პროცესს. ხანდაზმულთათვის ძალიან  მნიშვნელოვანია გახდომის პროცესი სწორედ ცხიმის დაშლით წარიმართოს, ხოლო კუნთის ქსოვილი შენარჩუნდეს.

კვლევის ავტორი კრისტენ ბივერსი აღნიშნავს, რომ ბევრი ხანდაზმული, ფიზიკურ აქტივობებს შორის, სიარულს ირჩევს. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ძალოვანი ვარჯიშები უკეთესი ალტერნატივაა ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. ასეთი ტიპის სავარჯიშოები, სქესის განურჩევლად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა. კვირაში რამდენჯრმე ვარჯიში აუმჯობესებს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ართრიტი, ოსტეოპოროზი, კარდიოვასკულარული და სხვა დაავადებები.