ამიერიდან ვარჯიშისგან თავის ასარიდებლად დროის ფაქტორს ვეღარ მოიმიზეზებთ. მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 1- წუთიანი ინტენსიური ვარჯიში ხანგრძლივი, კლასიკური სიძლიერის ვარჯიშს არ ჩამოუვარდება.
კვლევაში ავტორმა და კინეზიოლოგმა მარტინ გიბალამ 12 კვირის განმავლობაში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე 27 ადამიანი ჯგუფებში გაანაწილა. პირველი ჯგუფი ვარჯიშობდა მაქსიმალური დატვირთვით, კვირაში 3-ჯერ 1 წუთის განმავლობაში. გახურებისა და გაგრილების დროის გათვალისწინებით, მათ კვირაში 30 წუთი ეხარჯებოდათ. მეორე ჯგუფის რეჟიმი გულისხმობდა სამ 45- წუთიან დამზოგავ ვარჯიშს კვირის განმავლობაში. მესამე ჯგუფი - საკონტროლო იყო.
პირველი ორი ჯგუფის განსხვავებული დროისა და ენერგიის დანახარჯების მიუხედავად, შედეგები საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. გიბალამის განცხადებით, 12 კვირის მიწურულს ორივე ჯგუფმა თავისი ფიზიკური მდგომარეობა თითქმის 20 პროცენტით გააუმჯობესა. მათ ასევე საგრძნობლად გაეზარდათ ინსლულინისადმი მგრძნობელობა, რაც მეტაბოლიზმის აჩქარებასა და მეორე ტიპის დიაბეტის შემცირებულ რისკს გულისხობს.
რა ტიპის ვარჯიშის მოსწრება შეიძლება 1 წუთში? მარტინ გიბალა თვლის, რომ ნებისმიერის. “მას, ვისაც შეუძლია კიბის რამდენიმე მარშის ენერგიულად დაძლევა, ეს კვლევის შედეგების კარგი პრაქტიკული გამოყენება იქნება, თუმცა სირბილი, ცურვა და სხვა კარდიო- ვარჯიშებიც შეიძლება მოერგოს მოცემულ დროის ინტერვალს”.